Adobe Premiere Pro-ში ახალი AI ინოვაცია ჩააშენეს

AI ინოვაცია Adobe Premiere Pro-ში საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შექმნას, დაარედაქტიროს და მოიძიოს კადრები უსწრაფესად.
Adobe-მ Premiere Pro-ში დაამატა Generative Extend, რომელიც იყენებს AI ტექნოლოგიას, რათა მომენტალურად დააგენერიროს და გაზარდოს ვიდეოსა და აუდიო კლიპების ხანგრძლივობა, ასევე წამებში მოძებნოს კონკრეტული კადრი უმაღლესი გარჩევადობით.
„ძალიან გვიხარია, რომ Premiere Pro Generative Extend ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მედია ინტელექტს, საზოგადოება გამოიყენებს, რომ შექმნას ისტორიები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენზე“ - განაცხადა Adobe-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ეშლი სტილმა. „Firefly-ის და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით, ჩვენ ვცვლით ვიდეო რედაქტირების წესებს და საშუალებას ვაძლევთ მომხმარებლებს, ყურადღება გაამახვილონ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე - ისტორიებზე, რომლებიც შთაგვაგონებენ“.
რედაქტორებისთვის, შესაფერისი კლიპის მოძიება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით დიდი პროექტების შემთხვევაში, რომლებიც უამრავ კადრს შეიცავს. Premiere Pro, რომელიც აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით, ამარტივებს ამ ყველაფერს და უზრუნველყოფს დროის დაზოგვას. მედია ინტელექტი ავტომატურად ამოიცნობს კლიპის შინაარსს - მათ შორის ობიექტებს, ადგილმდებარეობას, კამერის კუთხეებს ან მონაცემებს, როგორიცაა გადაღების თარიღი ან კამერის ტიპი - რათა რედაქტორებმა იპოვონ ზუსტად ის კადრები, რაც სჭირდებათ და როცა სჭირდებათ.
წყარო: news.adobe.com
ტეგები:
ტეგები არ არის