Adobe Firefly - კრეატიული ინდუსტრიის ევოლუცია

ორი წლის წინ Adobe Firefly-მ რადიკალურად შეცვალა კრეატიული ინდუსტრია და მსოფლიოს მასშტაბით 22 მილიარდზე მეტი კონტენტი შექმნა. Adobe MAX London-ზე, წარდგა Firefly-ის ახალ ვერსია, რომელიც აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ ინსტრუმენტებს - გამოსახულების, ვიდეოს, აუდიოსა და ვექტორული გრაფიკის შესაქმნელად ერთიან პლატფორმაში.
ახალ Firefly-ს გააჩნია გაუმჯობესებული მოდელები, იდეების გენერირების გაფართოებული შესაძლებლობები, კრეატიული ვარიანტების მეტი არჩევანი და მომხმარებლისთვის უპრეცედენტო კონტროლი. ახალი ვერსია გვთავაზობს ფუნქციებს ვიდეოსა და აუდიოზე – Generate Video, Translate Video და Translate Audio.
თავდაპირველად Firefly გაშვებული იყო როგორც გამოსახულების გენერირების ინსტრუმენტი, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა კრეატიული ხელოვნური ინტელექტის სრულყოფილ გადაწყვეტილებად. ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა Deloitte, Tapestry, Paramount+ და Pepsi, იყენებენ Firefly-ს სამუშაო პროცესების გამარტივებისა და მასშტაბური კონტენტის შექმნისთვის — რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ბაზარზე სწრაფად გატანას, უფრო ეფექტურ კამპანიებს და ინოვაციურ, პერსონალიზებულ გამოცდილებებს.
Firefly ინტეგრირებულია პროფესიონალურ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Photoshop Web და Premiere Pro, ხოლო გენერირებული კონტენტის ისტორიის მუდმივი ხელმისაწვდომობა გაძლევთ საშუალებას, ეფექტურად გარდაქმნათ იდეები დასრულებულ მასალებად თქვენი საყვარელი Creative Cloud აპლიკაციებით.
ახალი Firefly-ის მობილური აპის გამოშვებით, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ასევე Android-სისტემებზე, უკვე შესაძლებელია იდეების შესანიშნავ ვიზუალებად ქცევა, მხოლოდ რამდენიმე შეხებით - სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
წყარო: blog.adobe.com
ტეგები:
ტეგები არ არის