Loading...
homeIcon-svgrightArrow-svg

ბლოგი

rightArrow-svg

Adobe Firefly და Gemini 2.5 დაძმობილდნენ

Adobe Firefly და Gemini 2.5 დაძმობილდნენ

calendar-icon აგვისტო 31, 2025
Adobe Firefly და Gemini 2.5 დაძმობილდნენ

Google-მა წარადგინა Gemini 2.5 Flash Image, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Adobe Firefly და Adobe Express-ში.

Gemini 2.5 Flash Image–ით პროცესები უფრო მარტივდება და იდეების განხორციელება სწრაფი და მძლავრი ხდება:
• კონტენტ კრეატორებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ Gemini 2.5 Firefly-ში გრაფიკების შესაქმნელად, შემდეგ კი შეუფერხებლად გადაინაცვლონ Adobe Express-ში, სადაც მარტივად დაამატებენ ანიმაციას, ზომის ცვლილებასა და წარწერების გენერირებას.
• მარკეტოლოგებსა და ბიზნესებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქტის უკვე არსებული მასალის Adobe Express-ში გადატანა, ვიზუალების სწრაფად გენერირება და ადაპტირება სხვადასხვა ფორმატებისთვის: სოციალური მედია, ფლაერები, პრეზენტაციები, ელ-ფოსტის გრაფიკა და ა.შ. შესაძლებელია ფონის შეცვლა, ობიექტის დამატება/წაშლა ნებისმიერ ფოტოში, მრავალფეროვანი ვარიანტების შექმნა, რეალისტური და ბრენდთან შესაბამისი კონტენტის შექმნა წუთებში.
• გრაფიკულს დიზაინერებს შეუძლიათ სწრაფად შექმნან პროდუქტის კონცეფციები ან პერსონაჟები Firefly-ში, გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებს და შეუფერხებლად გადაიტანონ Photoshop-ში ან Illustrator-ში საბოლოო რედაქტირებისთვის.

მულტიმოდელური შემოქმედების ძალა:
• Adobe-ს მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც Firefly-ის კომერციულად უსაფრთხო, გენერაციული AI მოდელები (ხატულები, ვიდეო, ვექტორი, აუდიო), ასევე პარტნიორების მოდელები - Google, OpenAI, Black Forest Labs, Runway, Pika, Ideogram, Luma AI, Moonvalley და სხვ.
• თითოეულ მოდელს თავისი ესთეტიკური სტილი აქვს, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ შესაბამისი მოდელი ყოველ კონკრეტულ სამუშაოზე.
• ვისაც მეტი კონტროლი სურს, მათ შეუძლიათ შედეგები გადაიტანონ Creative Cloud-ის პროგრამებში, როგორებიცაა: Photoshop, Illustrator ან Premiere - დამატებითი რედაქტირებისთვის.
• ყველა გენერირებულ კონტენტს თან ახლავს ტექსტური "Content Credentials" - გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

წყარო: blog.adobe.com

ტეგები:

ტეგები არ არის