Loading...
homeIcon-svgrightArrow-svg

ბლოგი

rightArrow-svg

Adobe Photoshop - უკვე თქვენს სმარტფონებშიც

Adobe Photoshop - უკვე თქვენს სმარტფონებშიც

calendar-icon ივნისი 12, 2025
Adobe Photoshop - უკვე თქვენს სმარტფონებშიც

Adobe Photoshop-ის მობილური აპლიკაცია გვთავაზობს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ფოტოების დამუშავება, დიზაინი, ფერის კორექცია, კორექტირება. ასევე, წვდომას ხელოვნურ ინტელექტზე, მხარდაჭერას ფოტოშოპის ნებისმიერი დოკუმენტის გახსნისა და რედაქტირებისათვის. აპლიკაცია საშუალებას აძლევს კრეატორებს იმუშაონ ერთიდაიგივე პროექტებზე, სხვადასხვა მოწყობილობებიდან.

ახალი აპლიკაცია სპეციალურად ტელეფონისთვის არის შექმნილი და დამწყებ კრეატორებს და პროფესიონალებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს .
"ჩვენ მოხარულები ვართ, რადგან Photoshop-ის უსაზღვრო შესაძლებლობები, უკვე ყველასათვის მობილურ აპლიკაციაშიც იქნება ხელმისაწვდომი, ხელოვანებისთვის, დიზაინერებისთვის და ასევე, იმ ახალი თაობისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ პროგრამაში" - ამბობს Adobe-ს ციფრული მედიის უფროსი, ვიცე პრეზიდენტი, ეშლი სთილი.

Adobe Photoshop-ის ახალი მობილური და ვებ აპლიკაციები წარმოაჩენს ახალი თაობის კრეატიულობას, აძლევს მათ შესაძლებლობას შექმნან უმშვენიერესი ფოტოები, მდიდარი გრაფიკა, ბრწყინვალე ხელოვნება, ყოველთვის და ყველგან.

როგორც კრეატორების ახალი თაობას, ასევე პროფესიონალებს, რომელთაც სურთ შექმნან უნიკალური ციფრული ხელოვნება მობილურში, ახლა უკვე შეუძლიათ დაიწყონ Photoshop-ით, უფრო სწრაფად და უფრო მარტივად, ვიდრე ოდესმე.

ფოტოშოპი აიფონზე და ანდროიდზეც უკვე ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: news.adobe.com

ტეგები:

ტეგები არ არის