
აჩი მურუსიძე
უკვე ათწლეულზე მეტია, იგი მუშაობს ფოტოგრაფიის სფეროში და ამ პერიოდში მიიღო მრავალი გამოწვევა და განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობას, ასევე ავტოსპორტის, რეპორტაჟული ისტორიებისა და ქუჩის ყოველდღიურობის დაფიქსირებას. გარდა ამისა, წარმატებით მუშაობს სარეკლამო, პორტრეტულ და ღონისძიებების ფოტოგრაფიაში, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებსა და შთაბეჭდილების შექმნას. უკვე 6 წელია, რაც თავისი გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს. მისი ლექციები აგებულია რეალურ პრაქტიკასა და ცოცხალ მაგალითებზე, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ტექნიკური მხარე შეისწავლონ, არამედ საკუთარი ხედვა და სტილი აღმოაჩინონ. თითოეულს ინდივიდუალურად უდგება და ეხმარება პროფესიულ განვითარებაში. მისთვის ფოტოგრაფია მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრებისეული ენაა, რომლის მეშვეობითაც ისტორიებს, ემოციებსა და ატმოსფეროს გადასცემს. სწორედ ეს მიდგომა ქმნის მის გაკვეთილებს განსხვავებულ და შთამაგონებელ გამოცდილებად.



საოფისე პროგრამები
ინტერიერის დიზაინი