IdeaRoom
მალე

HR სერვისები და HR ბრენდინგი

31
ოქტომბრიდან
8
ლექცია
2 სთ
ხანგრძლივობა
5–7
სტუდენტი
700 ₾
ნატა შავლაყაძე — ლექტორი
კურსის ბოლოს:
  • გეცოდინება HR პროცესების მართვის თანამედროვე მიდგომები;
  • შეძლებ კანდიდატების შერჩევისა და თანამშრომელთა მოტივაციის სტრატეგიების შემუშავებას;
  • შეძლებ დამსაქმებლის ბრენდის განვითარებასა და HR კომუნიკაციის დაგეგმვას.

სილაბუსი

გაეცანი დეტალურად სასწავლო მასალას ლექციების მიხედვით.

  • ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტენდენციები.
  • HR სერვისების როლი ორგანიზაციის წარმატებაში.
  • რეკრუტინგის პროცესი და კანდიდატების შერჩევის თანამედროვე მიდგომები.
  • სტაჟირების პროგრამების დაგეგმვა და მართვა.
  • HR ბრენდინგის საფუძვლები და პრაქტიკული მნიშვნელობა.
  • ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები.
  • არამატერიალური სამოტივაციო სისტემები და თანამშრომელთა ჩართულობა.
  • ინდივიდუალური კარიერული პოზიციონირება.
ლექტორი · HR

ნატა შავლაყაძე

ნატაშკას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 8-წლიანი გამოცდილება აქვს. 2018 წლიდან დღემდე ის მიკრო ბანკ „კრისტალის“ ტალანტების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის გუნდის წევრია. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს: HR სერვისები და რეკრუტინგი – ეფექტური პროცესების მართვა და საუკეთესო კანდიდატების შერჩევა; HR ბრენდინგი და დამსაქმებლის იმიჯი – კომპანიის, როგორც მიმზიდველი დამსაქმებლის, პოზიციონირება; სტაჟირების პროგრამების მართვა – ნატაშკას კოორდინირებით შეიქმნა სტაჟირების წარმატებული სისტემა, რომელიც „კრისტალის“ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფს; ინოვაციური პროექტები – ჩართული იყო HR სოფტის დანერგვის პროცესში, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შიდა პროცესები; შიდა ტრენინგები და განვითარების პროექტები – 2021 წლიდან არის კომპანიის შიდა ტრენერი. გავლილი აქვს სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო კურსი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მისი გამოცდილება განსაკუთრებით მოიცავს დამსაქმებლის ბრენდინგის განვითარებას, არამატერიალური სამოტივაციო კამპანიების დაგეგმვასა და მართვას, რაც ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის ზრდას. არის HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი.

ადგილები შეზღუდულია — ჯგუფში მხოლოდ 5-7 სტუდენტი
დარეგისტრირდი ახლა და დაგიკავშირდებით დეტალებზე.
700 ₾