IdeaRoom
მიმდინარე

საოფისე პროგრამები

საოფისე პროგრამები საჭიროა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის ვისაც დასაქმება უნდა ოფისებში, და კაარგ კომპანიებში

10
ოქტომბრიდან
12
ლექცია
2 სთ
ხანგრძლივობა
5–7
სტუდენტი
500 ₾700 ₾−29%
გიორგი ტაბუცაძე — ლექტორი
კურსის ბოლოს:
  • გეცოდინება Word-ში დოკუმენტების შექმნა და გაფორმება;
  • შეძლებ Excel-ში მონაცემების დამუშავებასა და ფორმულების გამოყენებას;
  • შეძლებ PowerPoint-ში პროფესიონალური პრეზენტაციების შექმნას

სილაბუსი

გაეცანი დეტალურად სასწავლო მასალას ლექციების მიხედვით.

  • შეხვედრა მსმენელებთან;
  • სილაბუსის დეტალურად გაცნობა და მომავლის მიზნებზე საუბარი;
  • ნავიგაცია კომპიუტერში(Start menu);
  • Windows სტანდარტული პროგრამების მიმოხილვა;
  • Recycle Bin, კომპიუტერის გამორთვა, ახალი მომხმარებლის შექმნა;
  • მართვის პანელი, ფონტების დაყენება, მაუსის პარამეტრების დაყენება;
  • პროექტორთან დაკავშირება, ეკრანული პარამეტრების დაყენება;
  • თარიღისა და დროის დაყენება.
  • ტექსტური რედაქტორი Ms Word-ის ფანჯრის სტრუქტურა;
  • მენიუსა და ინსტრუმენტულ პანელებთან მუშაობა;
  • ფურცლისა და გვერდის პარამეტრების შერჩევა (დიალოგი Page Setup);
  • კლავიატურის მიმოხილვა, რეკომენდაციები, ბეჭდვის წესები, კლავიატურის ტრენაჟორები.
  • დოკუმენტის შექმნა, გახსნა და ჩიპზე ჩაწერა, დოკუმენტის რედაქტირება;
  • კურსორის გადაადგილება, სიმბოლოთა ჩასმა და წაშლა, სტრიქონის გაწყვეტა და გადაბმა;
  • ტექსტის მონიშვნა, ტექსტის ფრაგმენტის გადატანა, კოპირება და წაშლა;
  • დათვალიერების რეჟიმები და მასშტაბირება, ტექსტის რედაქტირება;
  • შრიფტებისა (Fonts) და მათი პარამეტრების შერჩევა, სიმბოლოთა მოყვანილობა, სტილისა და ფერის განსაზღვრა;
  • Format Painter.
  • აბზაცების დაფორმატება, სიის მარკირება და გადანომვრა;
  • ტექსტის გაფორმება ჩარჩოებით;
  • პრაქტიკული დავალებები ტექსტურ რედაქტორზე გავლილი მასალის მიხედვით.
  • დოკუმენტში სასურველი ინფორმაციის მოძებნა და შეცვლა (დიალოგი Find, Replace);
  • ცხრილების ელემენტების ჩასმა, წაშლა და მონიშვნა, ცხრილის პარამეტრები;
  • ცარიელი ფურცლის დამატება, მხატვრული ტექსტი, ასონიშანი;
  • გრაფიკული ობიექტების აგება და დაფორმატება(Shapes მენიუ). სიმბოლოთა ჩასმა;
  • Text Box, სურათების ჩასმა, რედაქტირება, ჩარჩოს გაკეთება, ჩრდილები;
  • დიაგრამების ჩასმა და რედაქტირება.
  • ნუმერაციისა (დიალოგი Page Numbers) თავსართ-ქვესართის (დიალოგი Header და Footer) გაფორმება;
  • ფურცელზე „წყლის ეფექტის“ (Watermark) დადება. დოკუმენტის ჩარჩოში ჩასმა;
  • ბეჭდვის პარამეტრების შერჩევა და დოკუმენტის დაბეჭდვა;
  • ტექსტურ რედაქტორზე პრაქტიკული სამუშაოები.
  • ცხრილური რედაქტორი Ms Excel-ის ზოგადი მიმოხილვა (ამუშავება, ფანჯარა,სტატუსის ზოლი Formula Bar);
  • დავთარი და ფურცელი, ახალი დავთრის შექმნა, არსებულის გახსნა, მონაცემთა ჩაწერა უჯრედში;
  • რიცხვის, ტექსტის, თარიღისა და დროის უჯრედში ჩაწერის წესები;
  • ფურცლის დაფორმატება, სიმბოლოთა დაფორმატება, მონაცემთა ფორმატების კატეგორიების მოკლე დახასიათება;
  • რიცხვის მონაცემთა, თარიღის, დროის სამომხმარებლო ფორმატების შექმნა, ავტომატური ფორმატები.
  • მონაცემთა განთავსება უჯრედის შიგნით;
  • სვეტის სიგანისა და სტრიქონის სიმაღლის შეცვლა;
  • ჩარჩოსა და ფერების გამოყენება ფორმულები;
  • საწყისი ცნობები, ოპერატორები, მიმართვა, აბსოლიტური და ფარდობითი მიმართვა;
  • ფორმულის ან მისი ნაწილის შეცვლა გამოთვლის შედეგით;
  • ფურცლის უჯრედში შედეგის ნაცვლად ფორმულის გამოსახვა.
  • ფუნქციები, ფუნქციის ჩასმა ფორმულაში, ფუნქციის სტილი, ფუნქციის დაუშვებელი მნიშვნელობები;
  • ხშირად ხმარებადი ფუნქციები (Sum, count, average, max, min, round, roman,choose);
  • ფუნქცია if, თარიღისა და დროის ფუნქციები (Date, today, now, weekday, networkdays).
  • Ms PowerPoint - პროგრამის ფანჯრების გაცნობა;
  • ობიექტების შემოტანა;
  • მოკლე პრეზენტაციის გამართვა.
  • Ms PowerPoint - გადასვლების და ანიმაციების დაყენება;
  • პრეზენტაციის შექმნის საფუძვლები.
  • პროგრამა Outlook;
  • წერილის გაგზავნა;
  • წერილის გასაგზავნი სხვა ინსტრუმენტები.
ლექტორი · საოფისე პროგრამების სპეციალისტი

გიორგი ტაბუცაძე

2015-2017 წლებში იყო სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ტრენერი. 2017-2018 წლებში მოღვაწეობდა კოლეჯ იმედის კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი პროგრამის კოორდინატორად. 2018-2019 წლებში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში იყო საგანმანათლებლო პროგრამის „ვებ-სპეციალისტი“-ს ტრენერი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის ელექტრონული სწავლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელს პროგრამას. 2020-2022 წლებში იყო სსიპ კოლეჯ იბერიას დამფუძნებელი/თემის ორგანიზატორი. 2022-2023 წლებში იყო მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრში ვებ-ტექნოლოგიების პროგრამის ხელმძღვანელი. 2020 წლიდან დღემდე არის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში ვებ-გვერდისა და PR მენეჯერი. 2020 წლიდან დღემდე არის სსიპ კოლეჯ იბერიას კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი/ქოუჩი. 2020 წლიდან დღემდე მოღვაწეობს დეველოპერული კომპანია პანორამა ჯგუფის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელად.

ადგილები შეზღუდულია — ჯგუფში მხოლოდ 5-7 სტუდენტი
დარეგისტრირდი ახლა და დაგიკავშირდებით დეტალებზე.
500 ₾