„ძალიან გვიხარია, რომ Premiere Pro Generative Extend ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მედია ინტელექტს, საზოგადოება გამოიყენებს, რომ შექმნას ისტორიები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენზე“ - განაცხადა Adobe-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ეშლი სტილმა. „Firefly-ის და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით, ჩვენ ვცვლით ვიდეო რედაქტირების წესებს და საშუალებას ვაძლევთ მომხმარებლებს, ყურადღება გაამახვილონ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე - ისტორიებზე, რომლებიც შთაგვაგონებენ“.
რედაქტორებისთვის, შესაფერისი კლიპის მოძიება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით დიდი პროექტების შემთხვევაში, რომლებიც უამრავ კადრს შეიცავს. Premiere Pro, რომელიც აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით, ამარტივებს ამ ყველაფერს და უზრუნველყოფს დროის დაზოგვას. მედია ინტელექტი ავტომატურად ამოიცნობს კლიპის შინაარსს - მათ შორის ობიექტებს, ადგილმდებარეობას, კამერის კუთხეებს ან მონაცემებს, როგორიცაა გადაღების თარიღი ან კამერის ტიპი - რათა რედაქტორებმა იპოვონ ზუსტად ის კადრები, რაც სჭირდებათ და როცა სჭირდებათ.
წყარო: news.adobe.com



საოფისე პროგრამები
ინტერიერის დიზაინი


