IdeaRoom
სიახლე15 ივნისი, 2025

Figma-ს ხელოვნური ინტელექტი დაემატება

Figma ახალ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს უშვებს - საიტების, აპლიკაციების პროტოტიპებისა და მარკეტინგული აქტივების შესაქმნელად. დიზაინის კომპანია Figma-მ განაცხადა

Figma-ს ხელოვნური ინტელექტი დაემატება

დიზაინის კომპანია Figma-მ განაცხადა მრავალი ახალი ფუნქციის დამატების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი სახატვი ინსტრუმენტის შექმნის შესახებ. ამ სიახლეს, კომპანიამ ასევე ამატებს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა Canva, ხოლო ვებსაიტებისთვის როგორიცაა WordPress, Wix, Hostinger და Replit.

კომპანიის ვებსაიტების შექმნის ინსტრუმენტს Figma Sites ჰქვია. დიზაინერები აქამდე Figma-ში ქმნიდნენ მხოლოდ საიტის პროტოტიპებს. ახლა კი ახალი ხელოვნური ინტელექტით, მათ შეეძლებათ მარტივად შექმნან ვებსაიტები და გამოაქვეყნონ კიდეც ისინი. საიტის გენერირების შემდეგ, ადვილად იქნება შესაძლებელი შეცვალოთ საიტის წვრილმანები, რედაქტირების საშუალებით.

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დაამატონ გადასვლები, ანიმაციები, სქროლვის ეფექტები და ამავდროულად, საიტი გახადონ მორგებული ყველა ტიპის მოწყობილობაზე.

Figma ასევე ამატებს ბლოგპოსტების პირდაპირ გენერირების შესაძლებლობასაც. ეს ნიშნავს, რომ საიტებს ექნებათ კონტენტის მართვის სისტემა (CMS), ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეცვალონ პოსტები პირდაპირ ბლოგის დიზაინშივე და ასევე მართონ სხვა აქტივები, როგორიცაა thumbnails და slugs.

წყარო: techcrunch.com

გინდა ციფრული უნარები პრაქტიკაში ისწავლო?

აირჩიე კურსი და ისწავლე პრაქტიკოსი ლექტორებისგან, მცირე ჯგუფში.

კურსების ნახვა

წაიკითხე შემდეგ

31 აგვისტო, 2025Adobe Firefly და Gemini 2.5 დაძმობილდნენ1 ივლისი, 2025Adobe Firefly - კრეატიული ინდუსტრიის ევოლუცია20 ივნისი, 2025Adobe Premiere Pro-ში ახალი AI ინოვაცია ჩააშენეს