IdeaRoom
სიახლე12 ივნისი, 2025

Adobe Photoshop - უკვე თქვენს სმარტფონებშიც

Adobe Photoshop-ის მობილური აპლიკაცია გვთავაზობს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ფოტოების დამუშავება, დიზაინი, ფერის კორექცია, კორექტირება. ასევე, წვდომას ხელოვნურ ინტელექტზე, მხარდაჭერა

Adobe Photoshop - უკვე თქვენს სმარტფონებშიც

ახალი აპლიკაცია სპეციალურად ტელეფონისთვის არის შექმნილი და დამწყებ კრეატორებს და პროფესიონალებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს . "ჩვენ მოხარულები ვართ, რადგან Photoshop-ის უსაზღვრო შესაძლებლობები, უკვე ყველასათვის მობილურ აპლიკაციაშიც იქნება ხელმისაწვდომი, ხელოვანებისთვის, დიზაინერებისთვის და ასევე, იმ ახალი თაობისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ პროგრამაში" - ამბობს Adobe-ს ციფრული მედიის უფროსი, ვიცე პრეზიდენტი, ეშლი სთილი.

Adobe Photoshop-ის ახალი მობილური და ვებ აპლიკაციები წარმოაჩენს ახალი თაობის კრეატიულობას, აძლევს მათ შესაძლებლობას შექმნან უმშვენიერესი ფოტოები, მდიდარი გრაფიკა, ბრწყინვალე ხელოვნება, ყოველთვის და ყველგან.

როგორც კრეატორების ახალი თაობას, ასევე პროფესიონალებს, რომელთაც სურთ შექმნან უნიკალური ციფრული ხელოვნება მობილურში, ახლა უკვე შეუძლიათ დაიწყონ Photoshop-ით, უფრო სწრაფად და უფრო მარტივად, ვიდრე ოდესმე.

ფოტოშოპი აიფონზე და ანდროიდზეც უკვე ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: news.adobe.com

გინდა ციფრული უნარები პრაქტიკაში ისწავლო?

აირჩიე კურსი და ისწავლე პრაქტიკოსი ლექტორებისგან, მცირე ჯგუფში.

კურსების ნახვა

წაიკითხე შემდეგ

31 აგვისტო, 2025Adobe Firefly და Gemini 2.5 დაძმობილდნენ1 ივლისი, 2025Adobe Firefly - კრეატიული ინდუსტრიის ევოლუცია20 ივნისი, 2025Adobe Premiere Pro-ში ახალი AI ინოვაცია ჩააშენეს